1 ნეშტთა 25:6
5. ყველა ესენი იმ ჰემანის ძენი არიან, რომელიც მეფის მისანი იყო, უფლის სიტყვების გამოსაცხადებლად და მისი დიდების რქის ასამაღლებლად. ღმერთმა ჰემანს თორმეტი ვაჟი და სამი ასული მისცა.6. ყველა ესენი მათი მამის ლოტბარობით გალობდნენ უფლის სახლში წინწილებით, ქნარებით, ბობღნებით, ღვთის სახლის სამსახურის გასაწევად, მეფის, ასაფის, იედუთუნისა და ჰემანის ხელმძღვანელობით.7. უფლისათვის გალობაში განსწავლულთა და ყველა მცოდნეთა რიცხვი, თავიანთ ძმებთან ერთად, იყო ორასოთხმოცდარვა.
1 ნეშტთა თავი 25