1 ნეშტთა 28:3
2. ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: ყური დამიგდეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მეწადა ამეშენებინა განსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისთვის, ჩვენი ღმერთის ფერხთა დასადგმელი, და მოვემზადე ასაშენებლად.3. მაგრამ ღმერთმა მითხრა: ჩემს სახელზე სახლს ნუ ააშენებ! რადგან მეომარი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილიო.4. უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი სამარადისოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე.
1 ნეშტთა თავი 28