1 ნეშტთა 29:14
13. აწ გაქებთ შენ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს.14. ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? რადგან ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ.15. ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენი მამა-პაპის მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
1 ნეშტთა თავი 29