1 ნეშტთა 29:19
18. უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპისა! სამარადისოდ დაიცავი ეს, შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენსკენ წარმართე მათი გულები.19. და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი სრული გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე მოვამზადე.20. უთხრა დავითმა მთელ კრებულს: აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი! და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალს და მეფეს.
1 ნეშტთა თავი 29