1 ნეშტთა 29:21
20. უთხრა დავითმა მთელ კრებულს: აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი! და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალს და მეფეს.21. მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები და აღსავლენი აღუვლინეს უფალს: ათასი კურატი, ათასი ცხვარი, ათასი კრავი, თავისი საღვრელითურთ, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის.22. იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონ დავითის ძე გაამეფეს, უფლის წინაშე იგი წინამძღოლად სცხეს. ხოლო ცადოკი - მღვდლად.
1 ნეშტთა თავი 29