1 ნეშტთა 5:19
18. რეუბენიანებში, გადიანებში და მენაშეს ტომის ნახევარში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხიათას შვიდას სამოცნი გამოდიოდნენ საომრად.19. აგარიანებთან, იატურთან, ნაფიშთან და ნოდაბთან ჰქონდათ ომი.20. მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარიანები მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს. მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ.
1 ნეშტთა თავი 5