მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 1:5

4. და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით.5. ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,6. რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 1
5. ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,
ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ხოლო დასასრული მცნებისაჲ არს სიყუარული გულისაგან წმიდისა და გონებისა კეთილისა და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა, რომელსა-იგი ვინმე ვერ მიემთხჳნეს და გარდაიქცეს ამაოჲსა სიტყუად. უნდა მათ, რაჲთამცა იყვნეს შჯულის მოძღუარ, და არა იცოდეს, არცა რასა-იგი იტყჳან, არცა ვიეთთჳს დაამტკიცებენ.“ ().

1.

არაფერი ისე არ აზიანებს ადამიანთა მოდგმას, როგორც მეგობრობის უგულებელყოფა და ის, რომ კაცი დიდი გულმოდგინებით არ აღასრულებს მას; და, კვლავაც, არაფერი ისე არ აღადგენს კაცს, როგორც მისი მთელი ძალით ძიება. ამასვე ცხადყოფს ქრისტე, როცა ამბობს: „უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა“ (); და კვლავ: „და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული მრავალთაჲ“ (). ამან შვა ყველა მწვალებლობა. <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის