2 მეფეთა 1:4
3. უთხრა დავითმა: რა ამბავი მოხდა, მიამბე! თქვა კაცმა: ხალხი გაიქცა ბრძოლის ველიდან; ბევრი ჩვენიანიც დაეცა და დაიხოცა, საულიც და მისი ვაჟი იონათანიც დაიხოცნენ.4. უთხრა დავითმა ყმაწვილ კაცს, ამბის მომტანს: როგორ გაიგე, რომ დახოცილან საული და მისი ვაჟი იონათანი?5. მიუგო ყმაწვილმა კაცმა, ამბის მომტანმა: გილბოაყის მთაზე მოვხვდი და, ვხედავ, შუბზეა საული დაყრდნობილი და აჰა, ეტლები და მხედრები უახლოვდებიან მას.
2 მეფეთა თავი 1