2 მეფეთა 10:15
14. როცა ყამონიანებმა დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბეშაის და ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონიანებს და მივიდა იერუსალიმს.15. დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, და შეიკრიბნენ.16. გადმოაყვანინა ჰადარყეზერმა მდინარის გაღმელი არამელები და ისინიც მოვიდნენ ხელამში. შობაქი, ჰადარყეზერის მთავარსარდალი უძღოდა მათ.
2 მეფეთა თავი 10