2 მეფეთა 10:4
3. უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს, თავიანთ ბატონს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშინისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგიგზავნა დავითმა თავისი ხალხი, რომ დაზვეროს ქალაქი, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?4. აიღო ხანუნმა და ნახევარი წვერი მოჰპარსა დავითის მორჩილთ, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.5. როცა ეს ამბავი შეატყობინეს დავითს, გაგზავნა ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ კაცები. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე მობრუნდით.
2 მეფეთა თავი 10