2 მეფეთა 12:19
18. მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი; ვერ გაბედეს დავითის მორჩილებმა მოეხსენებინათ, რომ მოკვდა ბავშვი, რადგან ასე ფიქრობდნენ: ვიდრე ბავშვი ცოცხალი იყო, რა არ ვუთხარით და არ გაიგონა ჩვენი სიტყვა, ახლა როგორღა ვუთხრათ, რომ მკვდარია ბავშვი? უბედურებას დამართებს თავს.19. როცა დაინახა დავითმა, რომ ერთმანეთში ჩურჩულებენ მისი მორჩილნი, მიხვდა დავითი, რომ მკვდარი იყო ბავშვი, და ჰკითხა დავითმა თავის მორჩილთ: მოკვდა ბავშვი? უთხრეს: მოკვდა.20. ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, წავიდა უფლის სახლში და თაყვანი-სცა. დაბრუნდა სახლში, პური მოითხოვა, მიართვეს და შეჭამა.
2 მეფეთა თავი 12