2 მეფეთა 13:19
18. ჭრელი ტალავარი ეცვა ქალს, რადგან ასეთი სამოსელით იმოსებოდნენ მეფის ასულები, ქალწული ვინც იყო. გაიყვანა მსახურმა ქალი და მიუხურა კარი.19. ნაცარი დაიყარა თამარმა თავზე, შემოიხია ტანზე ჭრელი ტალავარი, თავზე დაიდო ხელი და მოთქმა-მოთქმით წავიდა.20. უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: შენი ძმა ამნონი იყო შენთან? ახლა ჩუმად იყავი, დაო. შენი ძმა არის ის. გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს. დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში, გაუბედურებული.
2 მეფეთა თავი 13