2 მეფეთა 13:28
27. არ მოეშვა აბესალომი და მეფემაც გაუშვა ამნონი და სხვა უფლისწულები.28. ასე უბრძანა აბესალომმა თავის მსახურ ბიჭებს: ყური უგდეთ, როცა ღვინისგან გამხიარულდება ამნონი და მე გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ამნონს, თქვენც მოკალით იგი, ნუ შეგეშინდებათ. განა მე არ გიბრძანებთ ამას? აბა, გამაგრდით და მამაცურად მოიქეცით.29. ისე მოექცნენ აბესალომის მსახურნი ამნონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის აბესალომს. წამოიშალნენ უფლისწულები, შესხდნენ თავ-თავიანთ ჯორებზე და გაიქცნენ.
2 მეფეთა თავი 13