2 მეფეთა 13:31
30. ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ მოუვიდა ამბავი დავითს: დახოცა აბესალომმა უფლისწულები, ერთიც არ გადარჩენილა.31. ადგა მეფე, ტანზე შემოიხია სამოსელი და ჩაჯდა მტვერში. იქვე დადგნენ სამოსელშემოხეული მისი მორჩილები.32. დაუწყო ლაპარაკი იონადაბ შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა და უთხრა ნუ ამბობს ჩემი ბატონი, ყველა უფლისწული მოკლესო, რადგან მხოლოდ ამნონია მკვდარი. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი აბესალომს იმ დღიდან, როცა შეურაცხყო ამნონმა მისი და თამარი.
2 მეფეთა თავი 13