2 მეფეთა 14:16
15. ახლა მოვსულვარ, რომ ეს სიტყვები ვუთხრა ჩემს მეფეს, რადგან მაშინებს ხალხი. იფიქრა შენმა მორჩილმა, ვეტყვი მეფეს, ვინძლო აღასრულოს მეფემ თავისი მხევლის სათხოვარი-მეთქი.16. რომ მოუსმინოს მეფემ თავის მხევალს და დაგვიხსნას მათგან, ვინც მე და ჩემს შვილს ღვთის სამკვიდროდან ამოძირკვას გვიპირებს.17. იფიქრა შენმა მორჩილმა, ნუგეში იქნება-მეთქი მეფე-ბატონის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, და გაარჩევს კეთილს და ბოროტს. შენთან იყოს უფალი, შენი ღმერთი.
2 მეფეთა თავი 14