2 მეფეთა 14:18
17. იფიქრა შენმა მორჩილმა, ნუგეში იქნება-მეთქი მეფე-ბატონის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივით არის ჩემი მეფე-ბატონი, და გაარჩევს კეთილს და ბოროტს. შენთან იყოს უფალი, შენი ღმერთი.18. მიუგო მეფემ ქალს და უთხრა: ერთ რამეს გკითხავ და ნუ დამიმალავ. უთხრა ქალმა: მკითხოს მეფე-ბატონმა.19. ჰკითხა მეფემ: იოაბის ხელი ხომ არ ურევია შენთან ერთად ამ საქმეში? მიუგო ქალმა და უთხრა: მეფე-ბატონს ვფიცავ, თუ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვიოს ვინმემ მეფე-ბატონის ნათქვამს. სწორედ შენმა მორჩილმა იოაბმა დამარიგა და მან ჩააგონა შენს მორჩილს ეს სიტყვები.
2 მეფეთა თავი 14