2 მეფეთა 15:14
13. მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: აბესალომს მიემხრო მთელი ისრაელი.14. უთხრა დავითმა თავის მორჩილთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ წასვლა, რომ არ მოგვისწროს და უბედურება არ დაგვათიოს თავზე, მახვილს არ მისცეს ქალაქი.15. უთხრეს მეფის მორჩილებმა მეფეს: გადაწყვიტოს ჩვენმა მეფე-ბატონმა და, აჰა, ჩვენ აქა ვართ, შენი მორჩილნი.
2 მეფეთა თავი 15