2 მეფეთა 15:22
21. მიუგო ითაიმ მეფეს და უთხრა: უფალს და ჩემს მეფე-ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს ჩემი მეფე-ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მორჩილიც იქ იქნება.22. უთხრა დავითმა ითაის: კეთილი, წამოდი. წაჰყვა ითაი გეთელი და მთელი მისი ხალხი და მთელი წვრილშვილი, ვინც მასთან იყო.23. ხმამაღლა ტიროდა მთელი ქვეყანა და მიმავალი ხალხი. გადალახა მეფემ ყედრონის ხევი და მთელი ხალხი დაადგა უდაბნოს გზას.
2 მეფეთა თავი 15