2 მეფეთა 15:31
30. ხოლო დავითი შეუდგა ზეთისხილის მთას, ადიოდა, და ტიროდა, თავდაფარული და ფეხშიშველი. ყველას, ვინც მასთან იყო, თავი ჰქონდა დაფარული, და ტირილ-ტირილით ადიოდნენ.31. შეატყობინეს დავითს, ახითოფელიც შეთქმულია აბესალომთანო, და თქვა დავითმა: ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი.32. მიაღწია დავითმა მთის წვერამდე, სადაც თაყვანისცა ღმერთს, და ხედავს, მოდის ხუშაი არქიელი სამოსელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი.
2 მეფეთა თავი 15