2 მეფეთა 16:1
1. როდესაც ცოტაზე ჩასცდა დავითი მთის წვერს, შემოხვდა მას ციბა, მეფიბოშეთის მორჩილი, წყვილი შეკაზმული სახედარითურთ, - მოჰქონდა ორასი პური, ასი მტევანი ჩამიჩი, ასი გალა ახალი ხილი და ერთი კოლოტი ღვინო.2. უთხრა მეფემ ციბას: რისთვის გინდა ესენი? მიუგო ციბამ: სახედრები მეფის სახლისთვის სამგზავროდ, პური და ხილი მსახურთათვის საჭმელად; ღვინო უდაბნოში დაღლილ-დაქანცულთათვის სასმელად.
2 მეფეთა თავი 16