2 მეფეთა 17:21
20. მივიდნენ აბესალომის კაცები ამ ქალთან სახლში და ჰკითხეს: სად არიან ახიმაყაცი და იონათანი? მიუგო ქალმა: წყალს გაღმა გავიდნენ. ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.21. მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან და ამბავი მიუტანეს მეფე დავითს, უთხრეს დავითს: ადექით და წყალგაღმა გადით, რადგან ასე და ასე ურჩიაო თქვენზე ახითოფელმა.22. ადგა დავითი და მთელი მისი ხალხი და განთიადამდე სათითაოდ გადავიდნენ იორდანეზე; არავინ დარჩენილა იორდანეს გაღმა გაუსვლელი.
2 მეფეთა თავი 17