2 მეფეთა 18:2
1. აღრიცხა დავითმა თავისი ხალხი და დაუყენა მას ათასისთავები და ასისთავები.2. ხალხის ერთი მესამედი დავითმა იოაბს ჩააბარა, ერთი მესამედი - აბიშაი ცერუიას ძეს, იოაბის ძმას, დანარჩენი მესამედი - ითაი გეთელს. უთხრა მეფემ ხალხს: მეც თქვენთან გამოვალ.3. ხალხმა უთხრა: არ გამოხვიდე, რადგან ჩვენ თუ უკუვიქეცით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ, ნახევარიც რომ გავწყდეთ, არც მაშინ მოგვაქცევენ ყურადღებას; ჩვენისთანას ათი ათასს იწონი შენ; ამიტომ ჩვენთვის უმჯობესი იქნება, თუ ქალაქიდან შემოგვეშველები.
2 მეფეთა თავი 18