2 მეფეთა 19:7
6. შენი მოძულენი შეგყვარებია და შენი მოყვარულნი შეგძულებია; ისე იქცევი, თითქოს არა გყავდეს სარდალნი და მორჩილნი. ახლა მივხვდი, თურმე გერჩია აბესალომი ცოცხალი გყოლოდა, ჩვენ კი ყველანი დავხოცილიყავით.7. ახლავე ადექი და გადი, გაამხნევე შენი მორჩილნი, რადგან თუ არ გახვედი, უფალს გეფიცები, ერთი კაციც არ შეგრჩება ამ ღამეს. და ეს უარესი იქნება იმ უბედურებათაგან, რაც სიყმაწვილიდან დღემდე შეგმთხვევია.8. ადგა მეფე და კარიბჭესთან დაჯდა. ამცნეს მთელს ხალხს, აჰა, კარიბჭესთან ზისო მეფე. მოდიოდა ხალხი მეფის წინაშე, ხოლო ისრაელი თავ-თავის კარვებში გაიქცა.
2 მეფეთა თავი 19