2 მეფეთა 20:10
9. უთხრა იოაბმა ყამასას: ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო? და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად.10. არ მოერიდა ყამასა მახვილს, იოაბს რომ ეჭირა ხელში, ჩასცა იოაბმა ფერდში და ნაწლავები გადმოაყრევინა მიწაზე. მეორედ აღარ ჩაურტყამს, მკვდარი იყო. მერე დაედევნენ იოაბი და მისი ძმა აბიშაი შებაყ ბიქრის ძეს.11. თავზე ედგა მოკლულს იოაბის მსახურთაგანი და ამბობდა: ვისაც იოაბი უყვარს და ვინც დავითის მხარეზეა, გაჰყვეს იოაბს!
2 მეფეთა თავი 20