2 მეფეთა 20:7
6. უთხრა დავითმა აბიშაის: აბესალომზე უფრო მეტად გვიბოროტებს ახლა შებაყ ბიქრის ძე. აიყვანე შენი ბატონის მორჩილნი და დაედევნე, თორემ გამაგრებულ ქალაქებს იპოვის და მიეფარება ჩვენს თვალს.7. გაჰყვა მას იოაბის ხალხი, ქერეთელები და ფელეთელები, უმამაცესი ხალხი, და გავიდნენ იერუსალიმიდან შებაყ ბიქრის ძის დასადევნებლად.8. გაბაონში, დიდ ქვასთან, რომ მივიდნენ, ყმასა წარუდგა მათ. იოაბს აბჯარს ზემოთ თასმით მახვილი ჰქონდა გადაკიდებული, ზედ თეძოსთან თავის ქარქაშით, და სიარულისას მიწაზე სცემდა.
2 მეფეთა თავი 20