2 მეფეთა 24:2
1. კვლავ აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ და ათქმევინა: წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა.2. უთხრა მეფემ იოაბს, თავის ჯარის სარდალს: შემოიარე ისრაელის ყველა შტო დანიდან ბერშებამდე და აღრიცხე ხალხი, რომ ვიცოდე ხალხის რიცხვი.3. უთხრა იოაბმა მეფეს: უფალმა, შენმა ღმერთმა შეჰმატოს ერს ერთი ამდენი და კიდევ ასჯერ მეტი, და ამის მომსწრე გახადოს მეფე-ბატონი. მაგრამ რად ინება მეფე-ბატონმა ეს საქმე?
2 მეფეთა თავი 24