2 მეფეთა 24:20
19. წავიდა დავითი გადის სიტყვისაებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს.20. გამოიხედა ორნამ და დაინახა მისკენ მომავალი მეფე და მისი მორჩილნი. გამოვიდა ორნა და მდაბლად თაყვანისცა მეფეს.21. თქვა ორნამ: რისთვის მოსულა მეფე-ბატონი თავის მორჩილთან? უთხრა დავითმა: შენგან კალოს საყიდლად და უფლის სამსხვერპლოს ასაშენებლად, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.
2 მეფეთა თავი 24