2 მეფეთა 3:21
20. მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა. ლხინი გაუმართა დავითმა აბნერს და მის კაცებს.21. უთხრა აბნერმა დავითს: წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელს ისრაელს, აღთქმას დაგიდებენ და იმეფებ შენს ნებაზე. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.22. ამ დროს დაბრუნდნენ დავითის მორჩილნი და იოაბი თარეშიდან და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან. აბნერი არ იყო დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს, და ისიც წავიდა მშვიდობით.
2 მეფეთა თავი 3