2 მეფეთა 6:18
17. მიიტანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს თავის ადგილზე კარავში, რომელიც გაშლილი ჰქონდა მისთვის დავითს. მერე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირა დავითმა უფალს.18. როცა მორჩა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლის შეწირვას, ცაბაოთ უფლის სახელით დალოცა ერი.19. ჩამოურიგა მთელს ერს, ისრაელის მთელს კრებულს, კაცსა და დედაკაცს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა. მერე თავ-თავის სახლებში წავიდა ხალხი.
2 მეფეთა თავი 6