2 მეფეთა 7:22
21. შენი სიტყვისათვის და შენი გულის თანახმად სჩადიხარ ამ სადიადეს და ამცნობ შენს მორჩილს.22. ამიტომაც დიდი ხარ შენ, უფალო ღმერთო; რადგან არავინაა შენი მსგავსი, არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაფრის თანახმად, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ.23. თუ არის ამქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც მოვლენია ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდა იგი, რომ ექცია თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი ამბები შენი ქვეყნისთვის ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტისგან, ხალხებისგან და ღმერთებისგან?
2 მეფეთა თავი 7