2 მეფეთა 7:26
25. ახლა სამარადისოდ განამტკიცე, უფალო, ღმერთო, ეგ სიტყვა, შენს მორჩილზე და მის სახლზე რომ გიბრძანებია, აღასრულე, როგორც ნაბრძანები გაქვს.26. იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: ცაბაოთ უფალი ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი!27. რადგან ეს შენ იყავი, ცაბაოთ უფალო, ისრაელის ღმერთო, რომ გამოუცხადე შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომაც გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ.
2 მეფეთა თავი 7