2 მეფეთა 8:2
1. ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და წაართვა დავითმა ფილისტიმელებს ბატონობის სადავეები.2. დაამარცხა მოაბიც, მიწაზე წააწვინა ისინი და ბაწრით გაზომა: ორი ბაწარი მოსაკლავად გადაზომა, ერთი მთელი ბაწარი - ცოცხლად დასატოვებლად. შეიქნა მოაბი დავითის მორჩილი და მოხარკე.3. დაამარცხა დავითმა ჰადარყეზერ რეხობის ძე, ცობას მეფე, როცა იგი ევფრატზე ბატონობის დასაბრუნებლად მიდიოდა.
2 მეფეთა თავი 8