მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 ნეშტთა 1:10

9. უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი. რაკიღა მიწის მტვერივით რიცხვმრავალ ხალხზე გამამეფე,10. სიბრძნე და ცოდნაც მომეცი ბარემ, რომ გავდიოდე ხალხის წინაშე და შევდიოდე. რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?11. უთხრა უფალმა სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე,
2 ნეშტთა თავი 1
10. სიბრძნე და ცოდნაც მომეცი ბარემ, რომ გავდიოდე ხალხის წინაშე და შევდიოდე. რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?
სააღდგომო ეპისტოლე 1995 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ღვთივკურთხეულ ერთგულ შვილებს:

უფალო ღმერთო, ... აწ მომეც მე სიბრძნე და მეცნიერებაჲ... (II ნეშტთა 1,9-10).

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, მონოზონნო, დანო და ძმანო, მთავრობავ და მხედრობავ ჩვენო, მეცნიერებისა და კულტურის მსახურნო, მუშაკნო, მეურნენო, ჭაბუკნო და ქალწულნო, ყრმანო, - ყოველნო მკვიდრნო ივერიის დალოცვილი მიწისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელნო თანამემამულენო,

ქრისტე აღდგა!

კვლავ იმედითა და სიხარულით ვეგებებით მაცხოვრის აღდგომის დაუღამებელ დღეს, ვეგებებით მას, როგორც ზეიმს სულიწმიდისა, ზატიკს სიყვარულისა, დღესასწაულს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.

როგორც ღამის მნათობნი უფერულდებიან მზის სინათლეზე, მსგავსად ამისა, ჩვენს მწუხარებას, გასაჭირს, განსაცდელსა და სევდას განაქარვებს წმიდა პასექის დღე, რადგან მარადიულობა გაცილებიო ღრმა და დიადია, ვიდრე ჩვენი მიწიერი, წარმავალი და ყოველდღიური განსაცდელით სავსე ყოფა.

აღდგომა ქრისტესი არის მიუწვდომელი სასწაული, ღვთის ყოვლისშემძლეობის არაჩვეულებრივი გამოვლინება. ეს ზეიმი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის