2 ნეშტთა 1:15
14. თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს. ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.15. ოქრო-ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა იერუსალიმში, ხოლო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება.16. სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი; მეფის ვაჭრებს მოჰყავდათ კევედან საფასურით.
2 ნეშტთა თავი 1