2 ნეშტთა 1:2
1. გამტკიცდა სოლომონ დავითის ძე თავის სამეფოში. უფალი, მისი ღმერთი იყო მასთან და დიდად აღაზევა იგი.2. მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათასისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებს, მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს.3. გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო ის სადღესასწაულო კარავი, მოსემ, ღვთის მორჩილმა რომ გააკეთა უდაბნოში.
2 ნეშტთა თავი 1