2 ნეშტთა 12:8
7. როცა დაინახა უფალმა, რომ დამორჩილდნენ, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: დამმორჩილდნენ ისინი, აღარ მოვსპობ, სულ მალე გამოვიხსნი და აღარ დაატყდება იერუსალიმს ჩემი რისხვა შიშაკის ხელით.8. მაგრამ მისი ყმები გახდებიან, რათა იცოდნენ როგორია ჩემი ყმობა და ამქვეყნიური მეფეების ყმობა.9. მიუხდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს და წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო. წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა.
2 ნეშტთა თავი 12