2 ნეშტთა 13:11
10. ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი გვყავს. არ მიგვიტოვებია იგი. მღვდლები უფალს ემსახურებიან, აარონის ძენი და ლევიანები თავიანთ საქმეზე დგანან.11. დილა-საღამოობით უფლისთვის აღსავლენს აღავლენენ, სურნელებას აკმევენ, საწირ პურს სუფთა ტაბლაზე აწყობენ, ანთებენ ლამპრებს ოქროს სასანთლეზე, ღამ-ღამობით რომ ენთონ, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის მცნებებს ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ ისინი.12. აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები ჩვენთან არიან და სათავეში გვიდგანან, მომარჯვებული გვაქვს მქუხარე საყვირები, თქვენს წინააღმდეგ დასაყვირებლად, ისრაელიანებო! არ გაბედოთ უფალთან, თქვენი მამა-პაპის ღმერთოან ბრძოლა, რადგან არ მოგემართებათ ხელი.
2 ნეშტთა თავი 13