2 ნეშტთა 19:7
6. უთხრა მსაჯულებს: დაუკვირდით რას აკეთებთ, რადგან კაცისთვის კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლისთვის. იგი თქვენთან არის სამსჯავროზე.7. უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება.8. იერუსალიმში უფლის მსჯავრის გამოსატანად და დავის გადასაწყვეტად დააყენა ლევიანთაგანნი, მღვდელნი და ისრაელის მამისსახლთა თავკაცნი და დაბრუნდნენ იერუსალიმს.
2 ნეშტთა თავი 19