2 ნეშტთა 2:10
9. რათა უხვად დამიმზადონ ხეები, რადგან სახლი მე რომ ვაშენებ, დიდებული და მშვენიერი უნდა გამოვიდეს.10. აჰა, ვაძლევ ტყისმჭრელებს, ხეებს რომ ჩეხავენ, შენს მორჩილთ, ოციათას ქორ ხორბლის ფქვილს, ოციათას ქორ ქერს, ოციათას ბათ ღვინოსა და ოციათას ბათ ზეთს.11. ხურამმა, ტვიროსის მეფემ, წერილით უპასუხა სოლომონს და შეუთვალა: რაკი უფალს უყვარს თავისი ერი, ამიტომ დაგადგინა მასზე მეფედ.
2 ნეშტთა თავი 2