2 ნეშტთა 2:17
16. ჩვენ კი ლიბანში მოვჭრით ხეებს, რამდენიც დაგჭირდება და ზღვაზე ტივებით დავაცურებთ იოფისკენ, იქიდან კი იერუსალიმს აიტანე.17. აღრიცხა სოლომონმა ყველა ხიზანი, ვინც კი ისრაელის ქვეყნად დავითის, მამამისის, აღრიცხვის შემდეგ მოსულიყო. და აღმოჩნდა ასორმოცდაცამეტი ათას ექვსასი კაცი.18. მათგან სამოცდაათი ათასი მტვირთავად გაამწესა, ოთხმოცი ათასი - ქვის მჭრელად მთაში, სამი ათას ექვსასი - ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ.
2 ნეშტთა თავი 2