2 ნეშტთა 20:15
14. მაშინ გადმოვიდა შუაგულ კრებულში ღვთის სული იეხაზიელზე, ძეზე ზაქარიასი, ძისა ბენაიასი, ძისა იეყიელისა, ძისა მათანიასი, ლევიანზე ასაფიანთაგან.15. და თქვა: ყური მიგდე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მცხოვრებნო, მეფე იოშაფატ! ასე გეუბნებათ უფალი: ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს.16. ხვალ დაეშვით მათკენ. აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოდიან. ხევის ბოლოში წააწყდებით მათ, იერუელის უდაბნოს წინ.
2 ნეშტთა თავი 20