2 ნეშტთა 25:13
12. ათი ათასი კაცი ცოცხლად ჩაიგდეს ტყვედ და წამოასხეს იუდიანებმა. აიყვანეს კლდის წვერზე და გადმოყარეს კლდის წვერიდან. ყველანი ერთიანად გაწყდნენ.13. ხოლო ლაშქარი, რომელიც უკან გააბრუნა, რომ საომრად არ გაჰყოლოდა, შეესია იუდას ქალაქებს სამარიიდან ბეთ-ხორონამდე. სამი ათასი კაცი დახოცეს და დიდძალი ნაძარცვი დახვეტეს.14. როცა დაბრუნდა ამაციაჰუ ედომელების განადგურების შემდეგ, წამოასხა სეყირიანთა ღმერთები და ღმერთებად დაიყენა. მათ სცემდა თაყვანს და უკმევდა.
2 ნეშტთა თავი 25