2 ნეშტთა 25:19
18. შემოუთვალა იოაშმა ისრაელის მეფემ, ამაციაჰუს, იუდას მეფეს: ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის ნაძვს: ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი.19. ამბობ, ედომი დავამარცხეო, და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენ სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.20. ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ, რადგან ღვთისგან იყო ეს, რომ მტრის ხელში ჩავარდნილიყო, რაკი ედომელთა ღმერთები მოძებნა.
2 ნეშტთა თავი 25