2 ნეშტთა 28:10
9. იყო იქ უფლის წინასწარმეტყველი, სახელად ყოდედი. გამოვიდა სამარიაში დაბრუნებული ლაშქრის წინაშე და უთხრა: აჰა, განრისხებულია უფალი, თქვენი მამა-პაპის ღმერთი იუდაზე, ხელში ჩაგიგდოთ იგი და თქვენც ამოწყვიტეთ ისინი ისეთი სიცოფით, რომელიც ცას მისწვდა.10. ახლა კი ფიქრობთ, რომ ყმებად და მხევლებად გაიხადოთ იუდიანები და იერუსალიმი! განა თქვენ არა გაქვთ დანაშაული უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე?11. ახლა კი გამიგონეთ და დააბრუნეთ ტყვეები, თქვენი მოძმეებისგან რომ წამოასხით, თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ.
2 ნეშტთა თავი 28