2 ნეშტთა 28:14
13. უთხრეს: ნუ შემოიყვანთ აქ ტყვეებს, რადგან დანაშაული გვაქვს უფლის წინაშე ჩადენილი, თქვენ კი გინდათ, რომ კიდევ შემატოთ ჩვენს ცოდვებს და დანაშაულებს. რადგან დიდია ჩვენი დანაშაული და რისხვა ისრაელზე.14. მიატოვეს მხედრებმა ტყვეები და ნაალაფარი სარდლებისა და კრებულის წინაშე.15. ადგნენ სახელებით მოხსენებული ეს კაცები, მოკიდეს ხელი ტყვეებს და, ვინც კი შიშველი იყო მათგან, ყველა შემოსეს იმ ნაალაფარიდან. შემოსეს და ფეხზე ჩააცვეს, აჭამეს და ასვეს. ზეთი სცხეს, მერე სხედრებზე შესხეს ყველა დაუძლურებული და მიაცილეს იერიხონამდე, პალმების ქალაქამდე, მათ მოძმეებამდე. თვითონ კი სამარიაში დაბრუნდნენ.
2 ნეშტთა თავი 28