2 ნეშტთა 28:17
16. იმ დროს მეფე ახაზმა მოციქულები გაუგზავნა აშურის მთავრებს, რათა დახმარება გაეწიათ მისთვის.17. კვლავ მოვიდნენ ედომელები, დაამარცხეს იუდა და ტყვეები წაასხეს.18. ფილისტიმელებიც მოედვნენ დაბლობისა და იუდას სამხრეთის ქალაქებს. დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი, გადეროთი, სოქო და მისი დაბები, თიმანა და მისი დაბები, გიმზო და მისი დაბები, და იქ დასახლდნენ.
2 ნეშტთა თავი 28