2 ნეშტთა 28:24
23. მსხვერპლს სწირავდა დამასკოს ღმერთებს, რომელთაც დასცეს იგი, და ამბობდა: არამის მეფეთა ღმერთებია მათი შემწენი, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიანო. მაგრამ ისინი მისი და მთელი ისრაელის დასამხობად იყვნენ.24. მოაგროვა ახაზმა უფლის სახლის ჭურჭლეული და დალეწა უფლის სახლის ჭურჭლეული, დაგმანა უფლის სახლის კარები და სამსხვერპლოები დაიდგა იერუსალიმის ყველა კუთხეში.25. იუდას ყველა ქალაქში გორაკები გამართა ღმერთებისთვის საკმევლის საკმევად და განარისხა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი.
2 ნეშტთა თავი 28