2 ნეშტთა 28:6
5. და ჩააგდო იგი უფალმა, მისმა ღმერთმა, არამის მეფის ხელში. დაამარცხეს იგი, მრავალნი დაატყვევეს და დამასკოში წაასხეს. გარდა ამისა, ჩააგდო იგი ისრაელის მეფის ხელშიც, რომელმაც სასტიკად დაამარცხა.6. ფეკად რემელიაჰუს ძემ ერთ დღეში ას ოცი ათასი ამოხოცა იუდაში - ყველა კარგი ვაჟკაცი. რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი.7. ზიქრიმ, ეფრემელმა გოლიათმა, დახოცა: მაყასიაჰუ უფლისწული, სახლთუხუცესი ყაზრიკამი და ელკანა, მეფის მეორე კაცი.
2 ნეშტთა თავი 28