2 ნეშტთა 29:21
20. დილაადრიანად ადგა მეფე იეხიზკიაჰუ, შეყარა ქალაქის თავები და უფლის სახლში ავიდა.21. შვიდი კურატი, შვიდი ცხვარი, შვიდი ბატკანი და შვიდი თხა მიიყვანეს სამეფოს, საწმიდარისა და იუდას ცოდვისთვის. აარონიანებს, მღვდლებს, უბრძანა აღევლინათ უფლის სამსხვერპლოზე.22. დაკლეს ხარები და აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ცხვრები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ბატკნები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს.
2 ნეშტთა თავი 29