2 ნეშტთა 29:25
24. დაკლეს ისინი მღვდლებმა და გაწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისთვის ბრძანა მეფემ აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი.25. დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ქნარებითა და ბობღნებით, დავითისა და გადის, მეფის მისნის, და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მისი წინასწარმეტყველების ხელით.26. ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით.
2 ნეშტთა თავი 29